წყალდიდობის შედეგად დაზარალებული სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახელეობა კომპენსაციას მიიღებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს.
საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ხუბუას თქმით, მთავრობამ ზარალის ასანაზღაურებლად 900 ათასი ლარი გამოყო.
„ამ თანხის ნაწილი, 500 ათასი მოსახლეობის კომპენსაციისთვის იქნება მიმართული, ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება“, - ამბობს ნატალია ხუბუა.
მისივე განმარტებით, კომისიას თითოეული ოჯახის ზარალი უკვე შესწავლილი აქვს და კომპენსაციების გაცემა, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება.
ცნობისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტი 2013 წლის 29 ივნისს და 1 სექტემბერს წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები