სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურად შამათვა სასამართლომ თამანდებობაზე აღადგინა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს მიიღო.
"მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა სამართლიანი გზით მებრძოლა, რადგან ჩემი თანამდებობიდან გადაყენება უსამართლო იყო. დღეს სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო", - განუცხადა რადიო "ათინათს" მურად შამათავამ.
ცნობისთვის, მურად შამათავა დაკავებული თანამდებობიდან სენაკის საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით, მიმდინარე წლის 14 ივლისს გადააყენა. მისი გადაყენების ძირითადი მიზეზები იყო არაკომუნიკაბელურობა, საკრებულოს სხდომების მოუმზადებლობა და მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების არათანმიმდევრულად შესრულება.
მურად შამათავა, სენაკის საკრებულოში ფრაქცია ,, ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატებს" წარმოადგენს და ის საკრებულოს თავმჯდომარედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნა არჩეული.
მასალის გამოყენების პირობები