არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა დღეს, 23 ოქტომბერს ორგანიზაციის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა. ამასთან, ორგანიზაციამ წიგნის - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაციაც გამართა. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობის მონიტორინგს გასული წლის 24 დეკემბრიდან ახორცილებს.
სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს.
„ჩვენს მიერ მიწოდებული რიგი რეკომენდაციებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ზუგდიდის გამგეობამ ზოგიერთი მათგანი გაითვალისწინა. თუმცა არის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომლის გათვალისწინებასაც ველოდებით“ -ამბობს „კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელი ნუგზარ გაბელია.
ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში მიხეილ ძაგანიას განცხადებით, ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციბი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა და საჭიროა სამოქალაქო სექტორი აქტიურად ჩაერთოს თავისი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვითმმართველობის საკითხზე მუშაობენ მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
მასალის გამოყენების პირობები