განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 96 მოსწავლეს საჩუქრად ლეპტოპი გადასცეს.
კომპიუტერები ზუგდიდის საჯარო სკოლების 20-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 12 მოზარდი მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. დაჯილოდოვებულ მოსწავლეებს შორის 5 იძულებით გადაადგილებულია.
ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ ჯილდო ცხრაკლასდამთავრებულ მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებულად დამთავრებისთვის გადაეცათ.
მოზარდების დაჯილდოვება სამინისტრომ პროგრამის- „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში განხორციელა.
მასალის გამოყენების პირობები