საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის თქმით, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
"საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. არ ვიცით, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მათი მეშვეობით - საქართველოსთან", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ზუგდიდში იმყოფება და ის უკვე შეხვდა #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ელჩს შეხვედრები ასვე, დაგეგმილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.
მასალის გამოყენების პირობები