გაერო-ს განვითარების პროგრამა(UNDP) ფინეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს - "მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა", რომლის მიზანია 2008 წლის კონფლიქტის დროს ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული სოფლების მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა. აგრეთვე, გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა და კატასტროფების რისკის შემცირება.
პროექტის ფარგლებში სოფელ დაბის მიმდებარედ, ტბის სატყეოს ტერიტორიაზე 2008 წელს ხანძრით განადგურებული ტყეების აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება.
ექსპერტების მიერ შემუშავებული ტყის აღდგენის პროექტის შესაბამისად, 16,3 ჰექტარ ფართობზე გადაწყვეტილია 22500 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა და სხვა აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება.
რუსული შეიარაღებული ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, ხანძარმა საკურორტო ფუნქციის წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული დაახლოებით 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია გაანადგურა. აქედან, 250 ჰექტარზე ტყე მთლიანად დაიწვა, ხოლო 700 ჰექტარზე ტყის საფარის დაახლოებით 70% დაიწვა.
"ინტერპრესნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები