17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1 382 017 ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 39 % პროცენტს შეადგენს,- ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. როგორც აზარაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების პროცესში მხოლოდ პროცესუალურული ხასიათის დარღვევებია დაფიქსირებული. ცესკოს სპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ზესტაფონის ოლქის # მე-9 უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთი დაზიანდა და ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისია მსჯელობს, გაგრძელდეს თუ არა საარჩევნო პროცესი. არაზაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პიროვნება, რომელმაც ყუთი დააზიანა, უბანზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. იგი წაბორძიკდა და საარჩევნო ყუთი დააზიანა.
ასევე აზარაშვილის თქმით, ორგანიზაცია „მწვანე დედამიწამ“ შემოიტანა საჩივარი საარჩევნო კაბინაში ამომრჩევლების მიერ გადაღებულ ფოტოებთნ დაკავშირებითაც. ცესკოს სპიკერმა განმარტა, რომ აღნიშნულს ცესკო ვერ არეგულიერებს, თუმცა საკითხზე იმსჯელებს. აზარაშვილის განცხადებით, კვლავ მოწმდება დმანისის რაონში გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ასევე 20:00 საათისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება, სადაც ავღანეთში მიღებულ ხმებს დაითვლიან.
არჩევნების წინასწარი შედეგები გვიან ღამით ან დილას გახდება ცნობილი.
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები