Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/Untitled1.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ლაშა დამენია - ზუგდიდში "კარუსელი" დაფიქსირდა (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. შტაბის ხელმძღვანელის ლაშა დამენიას  მტკიცებით, ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე "კარუსელი" დაფიქსირდა. მისივე თქმით, უბნის კომისიის თავმჯდომარე  მარკირება გავლილ ამომრჩეველს ხელახლა კენჭისყრის უფლებას აძლევდა. „ამ ადამიანს თავმჯდომარემ უთხრა, რომ გაიარე და მე ვიღებ ჩემს თავზე ყველაფერსო“,– უთხრა ჟურნალისტებს ლაშა დამენიამ. მისივე განცხადებით, ასევე დარღვევა დაფიქსირდა #103 საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის წევრს, ფატიმა ჩომახიას გაყალბებული ჰქონდა საარჩევნო მოწმობა. #18 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და დამკვირვებლების განმარტებით, საარჩევნო უბანზე ნამდვილად მოვიდა მარკირება გავლილი ადამიანი, თუმცა მას კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხმის მიცემის უფლება არ მისცეს და უკან გაუშვეს. რაც შეეხება საარჩევნო მოწმობის გაყალბების ფაქტს ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა კვარაცხელია პასუხობს და ამბობს, რომ ფატიმა ჩომახიას საარჩევნო უბანზე ყოფნის სრული უფლება ჰქონდა. თუმცა საოლქოში აღნიშნულ ფაქტს დადებითად არ აფასებენ. „ფატიმა ჩომახია არის კომისიის წევრი და ის გუშინ, 26 ოქტომბერს დაინიშნა. როგორც ჩანს მოწმობა ადრესატამდე დროულად არ მივიდა და ამიტომ დაფიქსირდა ეს ფაქტი“, -განუცხადეს რადიო „ ათინათს“ ზუგდიდის საოლქო კომისიაში.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.