გიორგი მარგველაშვილი - 66.7%, დავით ბაქრაძე - 20.2%, ნინო ბურჯანაძე - 7.5%, შალვა ნათელაშვილი 2.1%, გიორგი თარგამაძე 1.1% - ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი.
ეგზიტპოლის ფარგლებში, გამოიკითხა დაახლოებით 7,000 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 115 საარჩევნო უბანში, ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ. ეგზიტპოლი ჩატარდა სპეციალური კითხვარის მეშვეობით და შესაძლო ცდომილება არის +/–1.2%.
მასალის გამოყენების პირობები