Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1369233517_1369232639_mikheil_saakashvili_1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს
მინდა ვუთხრა ყველას, ვინც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს, - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა, რითაც ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. მისივე თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. "საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატია არის მთავარი, რასაც ეფუძნება პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც შედეგებით უკმაყოფილოა - ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთია დემოკრატიის წესები. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას და არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის აზრს", - აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა. სააკაშვილის შეფასებით, ამის ფონზე გასათვალისწინებელია უმცირესობის აზრიც და იმ მოქალაქეების პოზიციაც, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო არჩევნებზე არ მივიდნენ. "მესმის, რომ ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულიცაა. ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ უმცირესობის აზრსაც. ამ არჩევნებზე იყო დაბალი გამოცხადება, ვიდრე წინა არჩევნებზე - ეს სიგნალია, რომ ხალხთან საჭიროა მუდმივი დიალოგის წარმოება", - განაცხადა სააკაშვილმა. "ინტერპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.