საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენცია 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.
ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგებზე ისაუბრებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მან შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელიც დაასახელოს.
მასალის გამოყენების პირობები