ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილია. მას ხმა 20 ათას 480 ამომრჩეველმა მისცა, რაც 46, 81%-ს შეადგენს. დავით ბაქრაძეს 17 917 ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, რაც 40, 95 %-ს შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, ნინო ბურჯანაძემ მესამე ადგილზე იმყოფება და მას ხმა 3 748 ამომრჩეველმა მიიღო, რაც 8, 57% -ია. შალვა ნათელაშვილმა ხმების 1, 55 % მიიღო, რაც 677 ხმას შეადგენს. გიორგი თარგამაძემ 355 ხმა მიიღო და ეს ხმების 0,81%-ს შეადგენს.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებში სულ 44 589 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრცევლების 34, 85 %-ს სეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები