ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ დემოკრატიული ნაბიჯით, რომელიც უკვე გადაიდგა, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ილკა კანერვამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი არჩევნებით საქართველო ამთავრებს საარჩევნო ციკლის ჩატარებას და ქართველ ხალხს ამ ნაბიჯით შეუძლია რომ იამაყოს. ამასთან, მან მოუწოდა ქვეყანას და ყველა პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო გაერთიანებას, რომ გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი და განაგრძონ წინსვლა წარსულში ძიების გარეშე.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, სამართლებრივი ჩარჩო არის ყოვლისმომცველი და უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს.
მათივე განცხადებით, ეუთოს რეკომენდაციების უმეტესობა გათვალისწინებულია საქართველოს მიერ, თუმცა საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მოთხოვნა მაინც ბუნდოვანი რჩება და არ არის გამოყენებული თანმიმდევრულად.
მასალის გამოყენების პირობები