მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გუბერნატორების კონკრეტული კანდიდატების განხილვა არ მოხდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა , დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, თუმცა მექანიზმებთან დაკავშირებით საუბარი შესაძლოა იყოს.
"ჩვენ ვამუშავებთ ტიპიურ დებულებას კანცელარიასთან, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ახალი გუბერნატორების ადმინისტრაციების უფლებამოსილებები უფრო მკაფიოდ იყოს გაწერილი, ვიდრე ეს აქამდე იყო. ამიტომ, შეიძლება ამაზე იყოს საუბარი და არა კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. ამას ცოტა მეტი კონსულტაციები და მეტი დრო სჭირდება", -განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები