ზუგდიდის "სოკარ ჯორჯიას" რეგიონალური ფილიალის განცხადებით, საერაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.
"ხვალ გაზის მიწოდება დილის 10:00 საათზე შეწყდება და 3 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე აღდგება",- უთხრა რადიო "ათიონათს" შპს "სოკარგაზის" დირექტორი ლევან ჭანიამ.
ამასთან, ჭანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ, როდესაც გაზის მიწოდება აღდგება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაზის დანადგარი ინსტრუქციის გარეშე არ ჩართონ.
მასალის გამოყენების პირობები