საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და ყოფილი თანამდებობის პირების სწავლის დაფინანსებას მოხმარდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხადურის თქმით, პრეზიდენტმა სრულად გამოიყენა მთელი წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები. მისივე თქმით, მომავალი ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აღარ იარსებებს.
"თანხების ძალიან დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების და ყოფილი თანამდებობის პირების სწავლის დაფინანსებას, ასევე მათ სოციალურ და ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს მოხმარდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ხადურის განცხადებით, თუ ახალ პრეზიდენტს გადაუდებელი საჭიროებისათვის სახსრები დასჭირდება, თანხას საქართველოს მთავრობა გამოყოფს.
მასალის გამოყენების პირობები