საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით , უმთავრესი სიახლე ისაა, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება და ნაცვლად დღეს არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისა, (თბილისი, რუსთავი, ქუთასისი, ფოთი, ბათუმი) ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. მაგალითად, ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.
თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფირმირდება მუნიციპალიტეტი. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლი იქნება არჩევითი.
კოდექსით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.
მეორე საკითხი, რასაც თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს: გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები