Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/cb94d06a4c57ab05304aeb900b1657ab.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ზეევ ელკინი - ისრაელი მზად არის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე ხელშეკრულების მომზადება დაიწყოს
ისრაელი მზად არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე ხელშეკრულების მომზადება დაიწყოს, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინმა ჟურნალისტებს გუშინ, არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე უკვე ჰქონდა საუბარი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. "ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. ისრაელის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მას მისალოცი ბარათი გამოუგზავნეს და მე ის გადავეცი გიორგი მარგველაშვილს. ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტი ისრაელში მივიწვიეთ ოფიციალური ვიზიტით. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ისრაელის მხარე მზადაა დაიწყოს მომზადება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების თაობაზეც. ჩვენ ამ ხელშეკრულების მომზადების საკითხზე უკვე გვქონდა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან", - აღნიშნა ზეევ ელკინმა. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, საქართველოში აღნიშნული ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იუვალ ფუქსიც ესწრებოდა. "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.