ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პრეზიდენტ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. პარალელურად, ახალაია აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა.
როგორც ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი აცხზდებს , შეწყალებაზე მიმართვა შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღესვე შეიტანოს.
"ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. გადაწყვეტილება ქურდების ჩვენებებზე იყო დამყარებული. ამიტომ, ბაჩო ახალაიას პოზიციაა, რომ შეწყალებისთვის მიმართოს პრეზიდენტს", - განაცხადა ონიანმა.
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - მეგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და დავით ჭაკუა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ სცნო. ბრალდებულებს ბრალად 6 პირის არაადამიანური მოპყრობა ედებათ, რის გამოც ყველა მათგანს თავისუფლების 3 წლით და 9 თვით აღკვეთა მიესაჯათ.
მასალის გამოყენების პირობები