შემოსავლების სამსახურის ცნობით, 27-31 ოქტომბერს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 470700 კგ. კარტოფილით დატვირთული 20 მანქანა შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის და საკარანტინო მავნებლის Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს არსებობაზე მიუთითეს.
საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ეტაპობრივად ნიმუშები სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის 3 ნიმუშში (114500კგ) , საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა, ხოლო დანარჩენი ნიმუშები (356200კგ.) კვლევის პროცესშია.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები