მცხეთაში, სვეტიცხოველში ხალხმრავლობაა. ამ წუთებში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს , რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
ასევე იმართება ახალი მღვდელთმთავრის კურთხევა. კერძოდ, კათოლიკოს- პატრიარქი იღუმენ დამიანეს სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხებს. იგი მესამე მღვდელმთავარია, რომელიც წმინდა სინოდის განჩინებით იკურთხება.
კუთხევის შემდეგ კისვეტიცხოველში გაიმართება უფლისწულ გიორგის ნათლობა, რის შემდეგაც უკვე პატრიარქი იქადაგებს.
სვეტიცხოველში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლებიც. წირვას ესწრება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ასევე, ტაძარში იმყოფება ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც სავარაუდოდ უფლისწული გიორგის ერთ-ერთი ნათლია იქნება.
მასალის გამოყენების პირობები