ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კულტურულ კვირეულს აღნიშნავს. ევროკავშირის კულტურის პირველი კვირეული დღეს, 4 ნოემბერს ღონისძიებით „ვისაუბროთ წიგნებზე“ გაიხსნება. ღონისძიებები ერთობლივად გაიმართება თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ბოლნისსა და ბათუმში.
„ეს ღონისზიებები ზუგდიდში დაგეგმილია მე-3, მე-4 და მე-5 საჯარო სკოლებში. ამ კვირეულის ფრგლებში მოსწავლეები 6-ჯერ შეიკრიბებიან და ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობით გაიმართება დისკუსიები ევროპელი მწერლების შესახებ. ევროპელი მწერლების წიგნები მოსწავლეებს ევროკავშირისგან სჩუქრად უკვე გადავეცით“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ პროექტის „ვისაუბროთ წიგნებზე“ ხელმძღვანელმა მაია ჩიტაიამ.
„ვისაუბროთ წიგნებზე“ მიზანია კითხვის წახალისება, ლიტერატურული ცოდნის გაღრმავება, ევროპული ლიტერატურის უკეთ გაცნობა და ბიბლიოთეკების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა.
ევროკავშირის კულტურის კვირეული 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები