მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდეს. მთავრობის ფორმირების პროცესში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.
"იმედი გვაქვს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იქნება. ეს თავისთავად მმართველი პარტიის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამთავრობო ცვლილებები, ზოგადად საკადრო პოლიტიკა პარტიაში განიხილება. ეს მეტ-ნაკლებად ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა უფრო მიზანმიმართულად მოხდება. არ ველოდებით მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს. როგორც მოქმედმა პრემიერმა განაცხადა და მომავალმაც დაადასტურა, ამის აუცილებლობას ვერავინ ხედვას, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე საკადრო ცვლილებება განხორციელდეს. ამაში უჩვეულო არაფერი იქნება, როდესაც იცვლება პრემიერი, შესაძლებელია, შეიცვალოს მთავრობის შემადგენლობა ნაწილობრივ ან სრულადაც" - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე ცნობით, მინისტრების შეცვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები