2013 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასების ცვლილებამ იქონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 10,1 პროცენტით გაიზარდა, რომლის წვლილმაც ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელში 0,85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა საავადმყოფოების მომსახურების ქვეჯგუფზე (37,7 პროცენტი).
ამასთან, ფასების გაიზარდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რაც ინფლაციის მთლიანი მაჩვენებელის 0,45% შეადგენა. აღსანიშნავია, რომ ფასების მატება შეინიშნება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2,7 პროცენტი).
ცნობისთვის, 2013 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები