პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში განათლების მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მარგველაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში იმუშავებს.
"მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ასეთ ფეშენებელურ შენობაზე დაიხარჯა, მოხმარდებათ ქართველ სტუდენტებს და მათ განათლებას", - განაცხადა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უაღრესად საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს.
მასალის გამოყენების პირობები