Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/2975F35F_9AC4_4401_980F_39317D4AAC9D_mw1024_n_s_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი პარიზში ნიკოლა სარკოზის შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და 2008 წელს ე.წ სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო. პარიზში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური ასამბლეის წევრებსაც შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვილნიუსის სამიტის წინ ევროპის სხვა ქვეყნებსაც ესტუმრება და დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. "დიდხანს ვესაუბრე ჩემს მეგობარ ნიკოლა სარკოზის. ის არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ ამ ქვეყნისა და ევროპის მომავალი - ეს ყველამ იცის. ამიტომ ამ ურთიერთობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სარკოზისთან საუბარს სხვა მნიშვნელობაც აქვს. სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როდესაც ხელი მოეწერა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა არის ის, რომ თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზი- მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს პრაქტიკულად ყოველ კვირას ახსენებდენ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას "მეგობრულად ურჩევს", მუდმივად ახსენონ ის შეთანხმება, რომელიც რუსეთმა "ვერაგულად დაარღვია" და ყოველდღიურად არღვევს მავთულხლართების გადმოწევით თუ ჯარების კონცენტრაციით. "საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს ამ ხელშეკრულების დაცვა. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ საკითხებზე ყველამ ერთად გავამახვილოთ ყურადღება. გარდა ამისა, შევხვდი ნაციონალური ასამბლეის წევრებს. ჩვენ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის და ამ სამიტამდე კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რისთვისაც უნდა გამოვიყენო ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.