საქსტატის“ ცნობით, ინფლაციის დონემ საქართველოში, 2013 წლის ოქტომბერში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, 0,2% შეადგინა.
სექტემბრის წლიური ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების 8,3%-ით, ჯანდაცვის სექტორში კი 3,2%-ით ზრდამ, ამავდროულად აღნიშნულ პერიოდში შემცირდა სატრანსპორტო მომსახურების ფასები 3,5%-ით.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 1,5%-ით განისაზღვრა, საშუალო წლიური ინფლაცია კი მინუსებში გამოისახა და -0,9% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები