საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობების ახალი კოდექსი დაამტკიცა და მას განსახილველად პარლამენტს მიმდინარე კვირაში გადასცემს.
კოდექსის არსებულ ვერსიას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობს.
კოდექსის თანახმად, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, კოლეგიური ორგანოც შეიქმნება, რომელიც საკრებულოს წევრებით დაკომპლექტდება. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე ჩამოყალიბდება თემები, რომელშიც რამდენიმე სოფელი გაერთიანდება.
მასალის გამოყენების პირობები