Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01872.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01872.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01872.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01872.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მეგის ქარდავას საქმეზე სხდომა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 7 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ქარდავას ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედება , რაც ადამიანის წამებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ცნობით, მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ბრალდებული ბელა როგავა აწამა. როგავა ამჟამად სასჯელს ქალთა #5 დაწესებულებაში იხდის. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ზუგდიდის ციხის ყოფილი თანამშრომელი ირმა ჯანელიძე დაიკითხა. მან , იმ ოქმის ( პირადი დათვალიერების) ნამდვილობა დაადასტურა, სადაც როგავას დაზიანებები იყო აღწერილი. ამავე პროცესზე პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული, ბელა როგავას წარმოდგენა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ რადიო „ათინათთან“ მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. „პროკურატურას ამ საქმეში მხოლოდ ერთადერთი დაზარალებული, ბელა როგავა ჰყავს. როგავა არის ის ადამიანი, რომელსაც ტაქსის მძღოლები აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაჰყავდა და შემდეგ ოჯახის წევრებს ფულს სძალავდა“, - აცხადებს ველიჯანაშვილი. ცნობისთვის, მეგის ქარდავა ამჟამად მიმალვაშია და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხდებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.