2013-2014 სასწავლო წლის ეროვნულმა სასწავლო ოლიმპიადამ სტარტი აიღო. პირველი ტური მათემატიკის გამოცდით დაიწყო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეები დავალებების შესრულებას 10 საათიდან შეუდგნენ. ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება როგორც საბაზისო, ისე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
მეორე და მესამე ტური მხოლოდ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდება. ოლიმპიადის პირველი დღე სოაციალურ ქსელებში განხილვის თემა გახდა. უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ტესტებმა გამოიწვია.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ტესტები არ არის იმ ტესტების ანალოგი, რომელიც ოლიმპიადაზე გამოიყენება.
მასალის გამოყენების პირობები