Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01914.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01914.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01914.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC01914.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ახალსოფლისა და ნარაზენის მოსახლეობის პრობლემები - შეხვედრა მოსახლეობასთან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დღეს, 9 ნოემბერს, ნარაზენსა და ახალსოფელში, პროექტ “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე, მიმოხილული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობაში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. ახალსოფლის მოსახლეობის განმარტებით, სოფელს ძირითადად საბავშვო ბაღის პრობლემა აწუხებს. მათი თქმით, ამჟამად ბაღში მხოლოდ 30-მდე ბავშვი დადის, მაიშინ როდესაც ამის მსურველი გაცილებით მეტია. ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ არსებული საბავშვო ბაღი მოუწესრიგებელია. ახალსოფლში ნაპირსამაგრის გაკეთების აუცილებლობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნაპირსამაგრის არარსებობა მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის. „უკვე რამდენი წელია მდინარეს ყანები და თხილნარი მიაქვს. გარდა ამისა, წელებია სკოლას საპირფარეშო არ გააჩნია, ამაზე ლაპარაკიც კი სირცხვილია, ამაზე ხომ უნდა იზრუნვოს ვინმემ. გარდა ამის დევნილებს წყალი შეფერხებით მიეწოდება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ახალსოფლის მკვიდრმა ციალა წურწუმიამ. სოფელ ნარაზენის მოსახლეობას კი, როგორც თვითონ აცხადებენ, ძირითადად, შიდა გზების პრობლემა აწუხებს. მათი განმარტებით სოფლის შიდა გზები დაზიანებული და დაჭაობებულია. „ჩვენ ასევე გვაქვს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლემა, რადგან სოფელ აბასთუმანის დენი გვაქვს. იქ კი ჯერ ეს პროცესი დაწყებული არ არის, გვვითხრეს მომავალ წელს გაგიკეთებთო“, - ამბობს ნარაზენის, რუსთაველის უბნის მკვიდრი ნეტო თოდუა. ნარაზენის მოსახლეობა ასვე დაინტერესდა თუ რა სახით მიიღებენ ისინი შეშის ვაუჩერს. როგორც მათ, ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ლერი დარჩიამ განუმარტა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10-მდე სახერხი გაიხსნება და იქიდან მოხდება მოსახლეობის შეშით მომარაგება. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი თოდუამ, რომელიც შეხვედრებს პროექტის ფარგლებში ესწრებოდა, სოფლის მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინა. ასევე, კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომელიც მსგავსი შეხვედრებიდან იქნება მოკვლეული, გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის და “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის” კოალიციური პროექტის “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში. პროექტი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.