Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/agara1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/agara1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/agara1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/agara1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე სახდელის ოდენობები მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ინიციატივის შედეგად აუცილებელი გახდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ჯარიმის ოდენობების და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირების მიზნით, კერძოდ: კანონპროექტის მიხედვით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიჩქარის გადაჭარბებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) – 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, 10 ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში 150 ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ასევე, 125-ე მუხლის მე-71 ნაწილით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი. მცირდება აგრეთვე 125-ე მუხლის მე-72 ნაწილით განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ასევე განახევრდა 116-ე, 117-ე, 1181-ე, 1182-ე, 1183-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე, 127-ე და 1271-ე მუხლებით დადგენილი ჯარიმების და საურავების გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები და ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის თანხები, კერძოდ: ამ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო 2 წლის ნაცვლად – 1 წლით. ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის შემთხვევაში, თუ მართვის უფლება 6 თვით არის ჩამორთმეული, ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება, ხოლო 1 წლით ჩამორთმევის შემთხვევაში 1500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.