Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/muradi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/muradi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/muradi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/muradi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლებელია თანამდებობიდან კვლავ გადააყენონ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა, რომელიც სასამართლომ თანამდებობაზე 23 ოქტომბერს აღადგინა, დღეს, 11 ნოემბერს სასამახურში გამოცხადდა. მისი თქმით, ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „ვიქნები მანამდე სანამ ამის საშუალებას მომცემენ. მაქვს ინფორმაცია, რომ საკრებულოს წევრები ჩემს გადაყენებას კვლავ გეგმავენ. ვფიქრობ საკრებულოს წევრები ზეწოლის ქვეშ არიან. რამდენიმე მათგანმა დამირეკა და მითხრა რა ვქნათ, გვავიწროვებენო.“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მურად შამათავამ. მისივე თქმით, ამ პროცესების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დგანან. სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსის კობა ბარამიას თქით, საკრებულოში უკვე შესულია შამათავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ წერილი, რომელსაც 19 დეპუტატი აწერს ხელს. „მოიწვევს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას ეს მისი გადასაწყვეტია“, - აცხადებს საკრებულოს აპარატის უფროსი კობა ბარამია. ცნობისთვის, მურად შამათავა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 14 ივნისს, ხმათა უმრავლესობით(19 ხმა) გადააყენეს. როგორც ამავე სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, შამათავას გადაგყენების ძირითადი მიზეზები იყო: არაკომუნიკაბელურობა, საკრებულოს სხდომების მოუმზადებლობა და მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების არათანმიმდევრულად შესრულება. მურად შამათავა, სენაკის საკრებულოში ფრაქცია ,, ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატებს” წარმოადგენს და ის საკრებულოს თავმჯდომარედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნა არჩეული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.