შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მაკა ლ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 6 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,496656 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მზადების ფაქტზე (სსსკ-ის 18-260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები