მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს პროექტზე, რომ გადაიგზავნოს პარლამენტში.
საუბარია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მიღებულ და ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვას ითვალისიწნებს და შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს ქმნის.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ დაიწუნა და პარლამენტში მის გადაგზავნაზე უარს ამბობს.
მასალის გამოყენების პირობები