აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ნავთობით დატვირთული მატარებელი გადაბრუნდა. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით , სარკინიგზო სავალი ნაწილიდან ორი ნავთობით დატვირთული ცისტერნა გადავარდა, რამაც შემდეგ ხანძრის გაჩენა გამოიწვია.
ამჟამად ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, ნავთობის დაღვრა სრულად არ მოხდა, რადგან ვაგონები დახურული იყო, ამდენად გარემოს დაბინძურების დიდი საშიშროება არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები