Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ზუგდიდში თვითმმართველობის ახალი კოდექსი კიდევ ერთხელ განიხილეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა თვითმმართველობის ახალი კოდექსი ზუგდიდელებს წარუდგინეს და მის დაადებითი მხარებეი განიხილეს. შეხვედრაში რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ზუგდიდის თეატრში შედგა და მას 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ზუგდიდი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება. მოქალაქეებმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი კოდექსი დადებითად შეაფასეს და აღნისნეს, რომ ახალი ინიციატივა დეცენრალიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეხვედრის მსვლეობისას, ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესდა მოახდენს თუ არა გავლებნას ახალი კოდექსი საარჩევნო სისტემაზე და რამდენი დეპუატატი ეყოლება ზუგდიდს. მოქალაქეს ზემოაღნიშნულ კითხვაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ახალი კოდექსი საპარლამენტო არჩევნებთან უშუალო კავშირში არ არის. „თუმცა, ევროსაბჭოს რეკომენდაციაში ასახულია, რომ, მაგალითად,  არ შეიძლება 5 ათას ამომრჩევლიანი ყაზბეგი ირჩევდეს ერთ დეპუტატს და ასევე ერთ დეპუტატს ირჩევდეს ათი ათასობით გლდანელი. ეს თავისთავად პრობლემაა, მაგრამ ამაზე ალბათ პარლამენტი  იმუშავებს მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება. „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა კახა ჯიქიამ სამინისტროს წარმომადგენლებს ჰკითხა, მოესწრება თუ არა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი კოდექსი. ჯიქიას მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განუმარტა, რომ „ყველაფერი დღე-დღეზეა გათვლილი და ყველაფერი მოესწრება. ყველა თანხლებ კანონში ცვლილებები უკვე შეტანილია. ამ კოდექსაც პარლამენტი დეკემბრში დაამტკიცებს“, - აღნიშნა შერგელაშვილმა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა თემებში თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზეც. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე, განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს. „აქამდე მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ქონების გადასახადი რჩებოდა. ჩვენი მოდელის მიხედვით კი ადგილზე რჩება როგორც ქონების ასევე,  საშემოსავლო გადასახადიც. ეს კი მოხმარდება ადგილზე არსებულ პრობლემებს, რაც გაცილებით მეტი სასარგებლო იქნება. ამასთან, თქვენ, მოსახლეობა გადაწყვეტთ რა იქნება პირველ რიგში მოსაგვარებელი და არა“, - განუმარტა მოქალაქეებს  დავით ნარმანიამ. თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა, ხოლო პარლამენტის ბიურომ პროექტი გუშინდელ სხდომაზე დაარეგისტრირა და მის საკომიტეტო განხილვებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.