დეფაქტო აფხაზეთის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონების მცხოვრებთათვის, აფხაზეთის საერო სამოქალაქო პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით დადგენილ იქნა რომ ამ რაიონებში მცხოვრებ ქართველებზე გაიცა სულ 24 811 პასპორტი.
გამოწერილია, მაგრამ არ გაცემულა 653 პასპორტი - ხოლო პასპორტის მისაღებად 1558 ადამიანის განცხადებაა შესული. კომისიით დადგინდა, რომ ყველა ისენი, რომლებმაც მიიღეს აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები იყვნენ ამავდროულად საქართველოს მოქალაქეებიც. ამიტომაც კომისია მიიჩნევს აუცილებლად, რომ გაუქმდეს ამ მოქალაქეებზე გაცემული აფხაზური პასპორტის მოქმედება.
მასალის გამოყენების პირობები