Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/hhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ს/კ „ზუგდიდის“ ადმინისტრაცია საკრებულოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)
კლუბ „ზუგდიდის“ დირექტორი მალხაზ ჭეჟია საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას ზეწოლაში ადანაშაულებს. მან აღნიშნულზე დღეს, 14 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა. „ლევან კონჯარიამ დამირეკა და მითხრა: საკებულომ გადაწყვიტა, რომ თქვენ გაგათავისუფლოთო. ამასთან, მან მითხრა გუნდი ვარჯიშზე ყოფილმა მწვრთნელმა უნდა გაიყვანოსო. მე მას უთხარი ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ ახალი მწვრთნელი უკვე დანიშნული გვყავს-მეთქი. მაგრამ ის დაჟინებით ითხოვდა. თუმცა ეს თხოვნა კი არა ბრძანება იყო“, - აცხადებს მალხაზ ჭეჟია. მისივე განცხადებით, ლევან კონჯარიას კლუბის მწვრთვნელი დანიშვნის უფლება არ ააქვს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მალხაზ ჭეჟიაზე მუზეწოლას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ჭეჟიას ნამდვილად დაურეკა და საკრებულოს გადაწყვეტილება გააცნო. „საკრებულოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ფეხბურთის ქომაგებიც ესწრებოდნენ, კვალავ შევიკრიბეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ მალხაზ ჭეჟიას მუშაობა არადამაკმაყოფილებლად ჩაითვალა“, - აცხადებს სპორტის საკითხთა კომისიის წევრი ლევან მაქაცარია დასძენს, რომ ჭეჟიას გადაყენების შესახებ ოფიციალური ცნობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან, საკრებულოში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულთან დაკვშირებით გამგეობასაც მიმართეს და პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. მათივე განმარტებით, გამგეობიდან პასუხად მიიღეს, რომ ემოქმედათ კანონის შესაბამისად. ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიორგი თოდუა მალხაზ ჭეჟიას გათავიუფლებაზე ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის ირგვლივ შექმნილი რთული ვითარება, როგორც საკრებულომ ისე გამგეობამ ერთობლივად უნდა განიხილოს. ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრობლემებზე 12 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოს სააქტო დარბაზში იმსჯელეს. შეხვედრას როგორც საკრებულოსა და გამგეობის, ისე ფეხბურთის ქომაგები ესწრებოდნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა და საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებმა ს/კ „ზუგდიდის“ მოქმედი დირექტორი მალხაზ ჭეჟია გადაყენება მოითხოვეს, კლუბის მთვარ მწვრთნელად კი ისევ კობა წითაიშვილის დანიშვნას ითხოვდნენ. შეხვედრაზე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს და გადაჭრის კლუბში არსებულ პრობლემებს. ამასთან, ლევან კონჯარიამ „ზუგდიდის“ ყოფილ მწვრთნელს კობა წითაიშვილს დაავალა, რომ კლუბის ვარჯიში გააგრძელოს. „ზუგდიდის“ მთავარმა მწვრთნელმა კობა წითაიშვილმა და სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბი რამდენიმე კვირს წინ, პროტესტის ნიშნად, დატოვეს. ს/კ „ზუგდიდი“ ჩემპიონატთა ლიგაში ბოლო, მე-12-ე ადგილზეა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.