ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან სასახლის დათვალიერების მსურველი მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. ამ დროისთვის
სასახლესთან რამდენიმე ათეული პირი იმყოფება, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა დაინტერესებული პირისთვის რეზიდენციის კარი 12:00 საათზე გაიხსნება და მათ სასახლის დათვალიერება შეეძლებათ. სასახლის დათვალიერების მსურველ მოქალაქეებს გიდი მოემსახურება.
მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის დათვალიერება დღეს, დილიდან ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
"მთავრდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი და სამწუხაროდ სრულდება ამ შენობის, როგორც პრეზიდენტის სასახლის სტატუსი. ძალიან მტკივნეულია ამის თქმა და ამ რეალობის აღქმა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შენობა მართლაც ეკუთვნის ხალხს. ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა იხილოს, რა არის ეს შენობა არა მხოლოდ გარედან, არამედ - შიგნიდან. ამიტომ 12:00 საათიდან გავხსნით კარს და ყველას, ვისაც ინტერესი აქვს, ვეპატიჟებით, რომ შენობა დაათვალიეროს", -განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
მასალის გამოყენების პირობები