Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02096.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02096.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02096.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02096.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
„მეგობრული გზები“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, 18 ნოემბერს პროექტ „მეგობრული გზების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია მოქალაქეების ჩართულობით აღმოიფხვრას შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს გზებზე 2012 წელს 605 ადამიანი დაიღუპა და 7734 ათასი დაშავდა. „2005 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევები იზრდებოდა. გასულ წელს ამ ციფრმა იკლო, თუმცა წელს ისევ იმატა. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება ბათუმსა და ფოთშია. მაგალითად, შარშან ბათუმში, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე ხუთი ბავშვი დაიღუპა“, აღნიშნა შეხვედრაზე ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ. ამასთან, პროექტის ფარგლებში ვებ-პორტალიც შექმნა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს მათთვის საშიში ადგილების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გააგზავნა შეეძლებათ. ვებ გვერდის მისამართია www.megobruligzebi.ge. საშიში გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ტელეფონის საშუალებითაც, ნომერზე 91155, არის შესაძლებელი. პროექტი, „მეგობრული გზები“ ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ორგანიზაცია ,,ელვას” ინიციატივით ხორციელდება . დღევანდელი შერხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საინფორმაციო მხარდაჭერით გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.