ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 2
ყაბაყი, საშუალო ზომის 2
პამიდორი 3-4
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 1-2
ნიორი 3-4 კბილი
პროვანსული სუნელი
მარილი და პილპილი
კარტოფილი 3-4
მომზადების წესი:
ყველა სახის ბოსტნეული დავჭრათ თხელ ფირფიტებად და ცხიმწასმულ ფორმაში მონაცვლეობით ჩავალაგოთ. მოვაყარო მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, პროვანსული სუნელი და 180-200 გრადუსზე მოვამზადოთ ღუმელში, სანამ კარტოფილი არ დარბილდება (თუ ვამატებთ). ბოლო მომენტში შეგვიძლია გახეხილი ყველიც მოვაყაროთ.*პროვანსული სუნელი ფრანგული სუნელია და წარმოადგენს სხვადასხვა არომატული მცენარის ნაკრებს. ძირითადად ესაა როზმარინი, ბაზილიკი, ქონდარი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები