რუბრიკები
ზუგდიდში ე.წ. „მოცეკვავე შადრევანის“ დიზაინი შეიცვლება (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში არსებული ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნს დიზაინს შეუცვლიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შადრევნის დიზაინის შესაცვლელად 20 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს გამართულ  სხდომაზე მიიღო.  როგორი იქნება შადრევნის ახალი დიზაინი, ჯერ უცნობია. საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ  შადრევანი, სავარაუდოდ,  ისეთ ფორმის მიიღებს, რომ მასზე  ფეხით გავლა შეუძლებელი იქნება. შადრევნის დიზაინის შესაცვლეად 20 ათასი ლარის გამოყოფას მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ანა წითლიძის თქმით, ქალაქში უამრავი პრობლემაა და იმას, თუ სად დადგამენ და რა ფორმის იქნება შადრევანი -  დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შადრევნის იერსახის შეცვლას ასევე, არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი ბათლომე შელია. მისი თქმით, შადრევნის დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ იქ ზაფხულში ბავშვებს ეთამაშათ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო სიმბოლიკაზე და  ჯვარზე ფეხით სიარული მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კახა ფარცვანიას განმარტებით, ადილობრივ თვითმმართველ ორგანოებში, შადრევნის ფორმის შეცვლის მოთხოვნით  მოქალაქეებისგან და ასევე სასულიერო პირებისგან ასობით წერილია შესული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.