დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალი ლიტერატურის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მკითხველს ავტორებთან გია ხუბუას და გიორგი ჯიჭონაიასთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.
ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბიბლიოთეკამ რეორგანიზაცია განიცადა და ქ. ზუდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოექცა. ცენტრალური ბიბლიოთეკის სტატუსით,დღეს პირველი ღონისძიება მოეწყო და ახალი წიგნებიც გამოიფინა.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მანანა გვარამიას განმარტებით, წელს ბიბლიოთეკამ 650- მდე ახალი წიგნი მიიღო. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები