მოკლული ტაქსის მძღოლის გოდერძი შამუგიას ახლობლებმა და ნათესავებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მკვლელის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს.
ჭირისუფალმა დღეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„ეს უნდა დაისაჯოს სათანადოდ, უნდა მოკვდეს, რომ სხვამ იგივე აღარ გააკეთოს, ეს უნდა იყო მაგალითი ყველასთვის. რომ გაუშვეს ორჯერ ნასამართლევი ამნისტიით, რა გარანტიაა რომ ჩემ შვილსაც არ მოკლავს. უნდა გასამართლდეს ლინჩის წესით“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ გოდერძი შამუგია წუხელ გვიან ღამით მოკლეს და მისი ავტომობილი გაიტაცეს.
შსს-ს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები