ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე სოსო ლაგვილავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზვიად ჯგერენაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლაგვილავას გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის სიტყვებს მოჰყვა.
„9 წლის განმავლობაში საქართველოს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აშენებდა“, - თქვა ჯგერენამ სხდომაზე, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პროტესტი მოჰყვა.
„ვუსმენ და ვერ მოვითმინე. ეს ნაძირალა, გათახსირებული, ამ მათხოვარს რა უნდა საკრებულოში“, - მიმართავდა სოსო ლაგვილავა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს.
მხარეებს შორის დაპირისპირება დეპუტატების ჩარევის შემდეგ მალევე განიმუხტა.
მასალის გამოყენების პირობები