რუბრიკები
ზუგდიდის სახანძრო სამსახურის ავტომანქანა ავარიაში მოყვა
ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტომანქანა ზუგდიდის სოფელ კახათის გზაზე ავარიაში მოყვა. ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის" ცნობით, სახანძრო სამსახურის სამმა თანამშრომელმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მეხანძრეების სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათის გზაზე მაშინ მოხდა, როცა სახანძროს ავტომობილი გამოძახებიდან ბრუნდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია სახანძროს კუთვნილი ავტომობილი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები