რუბრიკები
ძველ ხიბულაში ახალი ხიდი აშენდა
ხობის მუნიციპალიტეტის ძველ ხიბულაში, საღურწკაიოს უბანში, მდინარე ხობისწყლის შენაკადზე ახალი ხიდი აშენდა. სოფელში ადრე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა.
18 ოჯახს როგორც ფეხით, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება რამდენიმე თვით შეეზღუდა. 2013 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხიდის აღსადგენად 52 704 ლარი გამოიყო.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები