პრემიერ-მინისტრმა სენაკში მოქმედი შპს „კედას“ თხილის ქარხანა დაათვალიერა, რომელიც იაფი აგრო-კრედიტის ფარგლებში აშენდა. საწარმოს ხელმძღვანელობამ ბიზნესის დასაწყებად 600 ათასი დოლარის კრედიტი 2014 წლის იანვარში აიღო, რომლის გასტუმრებას მომავალი წლიდან იწყებს.
თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო „კედა“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამის დახმარებით შენობის სარემონტო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად კომპანიამ 600 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. საწარმო, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თხილის ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანია 220 ადამიანს დაასაქმებს.
მასალის გამოყენების პირობები