ზუგდიდში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც თხილის გადამამუშავებელ საწარმოს სტუმრობდა, ფერმერება თხილის მავნებლებთან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. ფერმერების განმარტებით, ხოჭო - შავი ხარაბუზა ,უკვე წლებია თხილის პლანტაციებს ზიანს აყენებს და ისინი მავნებლებს საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებიან.
„ათ ლიტრიანი საწამლავებით ამ მავნებელს ვერ ვუმკლავდებით. საჭიროა შესაწამლი ტრაქტორების შემოყვანა. თუ საჭირო იქნება თანადაფინანსებას ჩვენც გავაკეთებთ. გთხოვთ, ჩაინიშნოთ, მე სერიოზულ საკითხზე გესაუბრებით. თუ ხარაბუზას ბოლოს არ მოუღებთ დაღუპავს ჩვენს პლანტაციებს “, - უთხრა ერთ-ერთმა ფერმერმა ირაკლი ღარიბაშვილს.
თავის მხრივ, პრემიერმა ფერმერებს დახმარებას აღუთქვა და უთხრა, რომ „ხარაბუზას ჩვენ დავღუპავთ ცოტა ხანში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმაზუგდიდში ახლადგახსნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი” და ცაიშის სასათბურე მეურნეობა „Stimor Associates”-- ი დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები